ბელა გუგეშაშვილი

воскресенье, 17 ноября 2013 г.

განვსაზღვრე ჩემი პროექტის მიხედვით რა სახის დიფერენცირება უნდა მომეხდინა განსაკუთრებული საჭიროებისმქონე მოსწავლეეებისთვის და რა სახის აქტივობა მიმეცა მათთვის,რომ დასაძლევი ყოფილიყო პროექტში ჩართულობა. გამოვყავი არაქართულენოვანი მოსწავლე,ნიჭიერი და გავაკეთე კლასიფიკაცია კითხვების,ნახატებისა და ცხრილების მიხედვით.ამის შემდეგ მათი დაინტერესება და აქტიურობა გაიზარდა.

суббота, 16 ноября 2013 г.

ტრენიონგის მე-7 დგე

მოსწავლეთა ნაშრომის შესაფასებლად შევარჩიე შეფასების რუბრიკა.გავითვალისწინე ჩემი პროექტის მიმდინარეობა და განხორციელებული,თუ განსახორციელებელი აქტივობები, შეფასებების სტრატეგიების გათვალისწინებით გავაკეთე კიდეც მოსწავლეთა ნაშრომის შეფასება და ჩავყარე შესაბამის საქაღალდეში. კოლეგას გავუკეთე კომენტარი თავის პროექტთან დაკავშირებით.

воскресенье, 10 ноября 2013 г.

დავაკონკრატეთ ,თუ როგორ შეიძლება დავუკავშირო მოსწავლის ნაშრომი პროექტის მიზნებსა და 21-ე საუკუნის უნარებს.განვიხილე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შაბლინები.ჩამოვყალიბდი ჩემი პროექტის გარშემოც.ვვარაუდობ,რომ მოსწავლეთა ნაშრომები დამეხმარება გავარკვიო მათი შემოქმედითობა და ჩვევები.ვფიქრობ შესაძლბელი იქნება განვახორციელო სცენარი,რომელიც კავშირში იქნება რეალურ სხოვრებასთან...გავივარჯიშე მიზნობრივა ინსტრუმენტების გამოყენებაშიც ვნახე ოფისის შაბლონებიც.გაავწყვიტე ბუკლეტის ა ბროშურის გაკეთება.

суббота, 9 ноября 2013 г.

პროექტებში ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ სამართლებრივი და ეთიკური ნორმები,რადგან ხშირად გამჩენია შეკითხვა რისი უფლება მაქვს და რისი არა მასალის გადმოქაჩვის დროს. ამასთან დაკავშირებით განვიხილეთ საავტორო უფლებებთან დაკავშირებული საკითხები.მე-5 დღეს ვისწავლეთ რა სახით ჩამოვაყალიბოთ და ჩამოვწეროთ საავტორო უფლებების პრეზენტაცია. გავამზადეთ გამოყენებული ლიტერატურისა და ვებ.გვერდების ჩამონათვალი. ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელივანია,რადაგან ინტერნეტიდან გადმოწერილი ინფორმაცია:ვიდეო,სურათი,თუ სხვა რამ ძალიან გვეხმარება არა მხოლოდ პროექტის კეთებისას, არამედ ინტერნეტით ნებისმიერი საქმიანობის დროს . (მე სულ ინტერნეტში ვზივარ)

суббота, 2 ноября 2013 г.

ჩამოვაყალიბე კონკრეტული სასწავლო მიზნები, გავითვალისწინე სტანდარტები და 21-ე საუკუნის უნარები. გადავამოწმე სტანარტების რუბრიკა. ჩამოვყალიბდი და მივხვდი საკვანძო კითხვების შედგენაში , შევიმუშავე ზოგადი, შინაარსობრივი და თემატური კითხვები. ახლა როა შევუდგე პროექტის გაშლას და აქტივობებზე მუშაობას

воскресенье, 20 октября 2013 г.

პროექტული სწავლების ტრენინგებზე უკეთესა გავიგე პროექტის მნიშვნელობა, როლი და გავლენა სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე.პროექტის კეთება სასიამოვნო და შემოქმედებითი წინსვლაა,მოსწავლეები მასწავლებლის მიერ შეთავაზებული თემებიდან ირჩევენ მათთვის საინტერესოს.იგეგმება შესრულების დრო და დასრულების თარიღი.სწავლის უპირველესი დანიშნულება ხომ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაა? ტრენინგმა მომცა საშუალება მეტი გამეგო პროექტის კეთების აუცილებლობაზე .გავიგე რა არის პუბლიკაცია, პროექტის დაგეგმვა, პორტფელიოს მნიშვნელობა, ისტის გამოყენება კიდევ უფრო აიოლებს და ინტერესს მატებს პროექტს.ფაქტიურად გავერკვიე როგორ მოვარგო პროექტი 21-ე საუკუნის მოსწავლეების უნარ-ჩვევებს.